გია ვოლსკი „ნაცმოძრაობის“ მიერ პირბადეების და სადეზინფექციო ხსნარების დარიგებაზე - პოლიტიკური მკვდრეთიდან აღდგომის ეს მცდელობა არის უზნეო და  უშედეგობისთვის განწირული

პოლიტიკური მკვდრეთიდან აღდგომის ეს მცდელობა არის უზნეო და ამავე დროს, უშედეგობისთვის განწირული, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოსახლეობისთვის პირბადეებისა და სადეზინფექციო საშუალებების დარიგებას. ვოლსკის შეფასებით, ოპოზიციურმა პარტიამ ეს აქცია არა ჰუმანიტარული, არამედ საზოგადოების ურთიერთდაპირისპირების მიზნით გამართა.

„საერთოდ, ჰუმანიტარული აქცია არ გაიზომება მოცულობით. არ შეიძლება, ცალსახად შევურაცხყოთ მცირე რაოდენობის პირბადეების და სადეზინფექციო საშუალებების დარიგების აქცია და ვთქვათ, რომ აქ არაფერი არ არის, ან დავამციროთ რაოდენობის გამო, მაგრამ ეს არ იყო ჰუმანიტარული აქცია. ეს აქცია მიმართული იყო საზოგადოების ერთმანეთთან დაპირისპირებისკენ: ერთი მხრივ, საზოგადოება, რომელსაც ესმის, რომ ასეთი შეკრება არის კანონსაწინააღმდეგო და საფრთხისშემცველი, ხოლო მეორე მხრივ, საზოგადოება, რომელიც შეიკრიბა, რომ დაუპირისპირდეს სახელმწიფო სტრუქტურებს. ეს იყო ამ ქმედების მიზანი, რაც გამოჩნდა თუნდაც სააკაშვილის განცხადებიდან, რომელიც მოგვიწოდებს საზოგადოებრივი კონსოლიდაციისკენ, როდესაც თავად ამ იდეას უპირისპირდება კონკრეტული საქმიანობით. საზოგადოებამ სწორედ ამ კუთხით უნდა შეაფასოს ის, რაც ზუგდიდში მოხდა და შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს.

როდესაც საზოგადოების დიდი მასა, თუნდაც 200-300 ადამიანი იკრიბება და გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე, ზედახორას აწყობს, სამართალდამცავების საქმიანობა საკმაოდ ძნელდება. სწორედ ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი, რასაც ვერ მიაღწიეს. ვფიქრობ, პოლიტიკური მკვდრეთიდან აღდგომის ეს მცდელობა არის უზნეო და ამავე დროს, უშედეგობისთვის განწირული", - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, ფონდ „მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ზუგდიდში პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები და ხელთათმანები დაარიგეს. ინიციატივა ექსპრეზიდენტს ეკუთვნის. ადგილზე ათობით ადამიანი იყო შეკრებილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა