გიორგი რომანაძე სოციალურად დაუცველებს დაეხმარა

ქობულეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, გიორგი რომანაძემ, კომპანია „მარკოსა“ და „ჯითი ფარმას“ წარმომადგენლებთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახები მოინახულა.

ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

„ერთმანეთის თანადგომა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, თუმცა დღეს, როცა მთელი მსოფლიო კორონავირუსისგან გადარჩენისთვის იბრძვის, თითოეული მოქალაქის მხარდაჭერა ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია“, - განაცხადა გიორგი რომანაძემ.

უწყების ცნობით, საკანონმდებლო ორგანოს წევრმა და კომპანიების წარმომადგენლებმა აღნიშნულ ოჯახებს საჩუქრად პროდუქტები და მედიკამენტები გადასცეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო