ექიმის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 2 წლის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ექიმ ინფექციონისტის მეგი კობახიძის განცხადებით, კლინიკაში მოთავსებული 2 წლის ბავშვის ბებია- ბაბუასაც კორონავირუსი აქვს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია და მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

„დღეს შემოიყვანეს 2 წლის ბავშვი, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა. ბებიას და ბაბუას აქვს ვირუსი დადასტურებული და ახლა ბავშვსაც დაუდასტურდა. ამ ეტაპზე ბავშვი ფაქტობრივად უსიმპტომოა, მდგომარეობა სტაბილურია. დაწყებულია შესაბამისი მკურნალობა და კვლევები, რაც ამ ვირუსული ინფექციის დროს არის საჭირო“,-აცხადებს ინფექციონისტი.

ჟურნალისტებთან მან დაადასტურა, რომ საუბარია ერთ-ერთ სასტუმროზე, სადაც რამდენიმე კვირის წინ შეკრება იყო. არსებული ინფორმაციით, ბებია სასტუმროს თანამშრომელია.

„დადასტურდა რამდენიმე ინფიცირებული, რომლებიც მკურნალობას გადიან. ჩემი ინფორმაციით, ბებია სასტუმროს თანამშრომელია. ამ ეტაპზე ინფიცირებულია ბებია და ბაბუაც. როგორც ინფორმაცია მაქვს, ისინი ინფექციურ საავადმყოფოში არიან მოთავსებულები. ოჯახი თვითიზოლაციაშია. ჩვენს კლინიკაში ამ დროისთვის არის 11 პაციენტი, აქედან არის 5 დადასტურებული შემთხვევა. დღეს მეხუთე დაემატა. დანარჩენი ძველი პაციენტებია, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია. პროტოკოლის გათვალისწინებით, მკურნალობა გრძელდება“,-აცხადებს ექიმი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა