საქართველოში დამზადებული პირბადეები საპატრულო პოლიციასა და საკარანტინო ზონების პერსონალს გადაეცათ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოში დამზადებული პირბადეების დარიგება დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, პირბადეები უკვე დაურიგდათ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებსა და იმ სახელმწიფო მოხელეებს, რომლებსაც სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე ყოველდღიური და ხშირი შეხება აქვთ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან.

70 წელს გადაცილებული ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერები, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, საკარანტინო ზონების მომსახურე პერსონალი, მებაჟეები, მუნიციპალური მომსახურების საწარმოების თანამშრომლები იმ მიზნობრივი ჯგუფების მცირე ჩამონათვალია, რომელთაც საქართველოში დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ლუგარის ლაბორატორიის მიერ დამტკიცებული სტანდარტებით დამზადებული პირბადეები გადაეცათ.

დღეს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა საქართველოში დამზადებული პირბადეები გადასცეს იმ სასტუმროების პერსონალს, სადაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებითა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის სტანდარტებით საკარანტინო ზონებია შექმნილი.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ რეკორდულად მოკლე დროში შეძლო და დაიწყო სადღეისოდ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დეფიციტური პროდუქტის წარმოება. „ჩვენ მოხარული ვართ, რომ პირბადეები უკვე გამოიყენება იმ სასტუმროებში, რომლებიც ჩართულია საკარანტინო პროგრამაში. მათ ეკონომიკის სამინისტრომ უკვე მიაწოდა აღნიშნული პროდუქცია. ეს პროგრამა ჩვენ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენცია მოვახდინოთ,“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს