სახელმწიფო ინსპექტორმა, თეა წულუკიანის მიერ პარლამენტში სახალხო დამცველის თანამშრომლის ვიდეოს ჩვენებისთვის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და დააჯარიმა

სახელმწიფო ინსპექტორმა იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ პარლამენტში სახალხო დამცველის თანამშრომლის ვიდეოს დაუფარავად ჩვენებისთვის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახურიც ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო, რის გამოც ორივე უწყება 1000 ლარით დაჯარიმდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში განუცხადეს, სახელმწიფო ინსპექტორმა დაადგინა, რომ იუსტიციის სამინისტროს ეს ჩანაწერები პირის იდენტიფიცირების გარეშე, დაბლარულად უნდა ეჩვენებინა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განმარტებით, „2020 წლის 21 იანვარს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ვიდეოჩანაწერები გასაჯაროება პერსონიფიცირებული ფორმით, მათზე აღბეჭდილი პირების სახის დაფარვის გარეშე, არ ემსახურებოდა სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და სამინისტროს კანონიერ ინტერესებს და საჯარო ინტერესის დაკმაყოფილების მიზანს.

„შესაბამისად, სამინისტრომ პარლამენტის კომიტეტზე და სოციალური ქსელის გვერდზე გასაჯაროების გზით, ხოლო სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და სოციალური ქსელის გვერდზე გასაჯაროების, ასევე, სამაუწყებლო კომპანიებისა და საინფორმაციო სააგენტოებისთვის გადაცემის გზით, ვიდეოჩანაწერებზე ასახულ პირთა პერსონალური მონაცემები დაამუშავეს ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის დარღვევით. შესაბამისად, მათ დაეკისრათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ასევე, დაევალათ სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდებსა და ოფიციალურ ვებგვერდზე პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების წაშლა“, - აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ვიდეო ჩანაწერების გასაჯაროების ფაქტის კანონიერების შესწავლისთვის სახალხო დამცველმა სახელმწიფო ინსპექტორს 22 იანვარს მიმართა.

შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის მინისტრი და სახალხო დამცველი სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

მინისტრი თეა წულუკიანი კომიტეტის სხდომაზე იმაზე საუბრობდა, რომ ომბუდსმენის პატიმრებთან ან ყოფილ ძალოვნებთან მოსანახულებლად არ შედის, თუ ეს ადამიანები მამა გიორგი მამალაძე ან მირზა სუბელიანი არ არიან. აღნიშნულმა განცხადებამ სახალხო დამცველის გაღიზიანება გამოიწვია. ნინო ლომჯარიამ მინისტრი ტყუილის გავრცელებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მან მძიმედ დაავადებული და სიკვდილის პირას მყოფი პატიმარიც არაერთხელ მოინახულა. როგორც სხდომაზე სახალხო დამცველმა აღნიშნა, თეა წულუკიანმა მოხსენება პოლიტიკური დებატის ფორმატში გადაიტანა, რაც მისი თქმით, არასწორია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს