ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, 140 ათასზე მეტი საინფორმაციო მასალა სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე უკვე დაბეჭდილია, იმისთვის, რომ კორონავირუსის შესახებ საზოგადოება მაქსიმალურად ინფორმირებული იყოს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, უკვე დაბეჭდილია 140 ათასზე მეტი საინფორმაციო მასალა: პოსტერი, სტიკერი, ასევე სპეციალური საგაზეთო გამოშვებები სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, იმისთვის, რომ კორონავირუსის შესახებ საზოგადოება მაქსიმალურად ინფორმირებული იყოს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს.

ქეთევან ციხელაშვილის თქმით, საინფორმაციო მასალა ვრცელდება ეთნიკური უმცირესობებით სახალებულ მუნიციპალიტეტებში, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის რეგიონებში.

"უკვე დავბეჭდეთ 140 ათასზე მეტი საინფორმაციო მასალა: პოსტერი, სტიკერი, ასევე სპეციალური საგაზეთო გამოშვებები სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, იმისთვის, რომ ინფორმაცია მაქსიმალურად მივაწვდინოთ ჩვენს მოსახლეობას, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, ასევე კახეთში. დღეს სწორედ კახეთში 75 ათასზე მეტ ასეთ მასალას გადავცემთ იმ სოფლებს, სადაც ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, ასევე სამცხე-ჯავახეთს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოსახლეობამ გაიგოს პირველ რიგში მათთვის გასაგებ ენაზე რასთან გვაქვს საქმე, რა რეკომენდაციები არსებობს დღეს, რასაც ავრცელებს საქართველოს მთავრობა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. რას გულისხმობს ქვემო ქართლის, კერძოდ ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში საკარანტინე რეჟიმი. რამდენად მნიშვნელოვანია ყველა ამ რეკომენდაციის დაცვა პირველ რიგში მათი, მათი ოჯახების, თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად და იმისთვის, რომ ყველამ თავისი წვლილი შეიტანოს ამ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევაში, რომლის წინაშეც დღეს მთელი მსოფლიო დგას“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრის შეფასებით, სახელმწიფო ცდილობს პრობლემას ეფექტურად გაუმკლავდეს.

„ჩვენ განვაგრძობთ საინფორმაციო უზრუნველყოფას. ამ საქმიანობაში გვერდით გვიდგანან ჩვენი პარტნიორები. მინდა მათ მადლობა გადავუხადო, კერძოდ, გაეროს ასოციაციას, აშშ-ის განვითარების სააგენტოს, ასევე სხვა პარტნიორებს. ჩვენ ამ ინფორმაციას ცოცხალ რეჟიმში რეკომენდაციების ფეხდაფეხ, აუცილებლად მივაწვდით ჩვენს მოსახლეობას, რასაც გასცემს საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტრო, ასევე რა თქმა უნდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა