უკრაინა 27 მარტიდან ყველა სახელმწიფო საზღვარს კეტავს

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, 27 მარტიდან კორონავირუსის პანდემიის გამო, ხელისუფლება იძულებულია, საზღვრები ჩაკეტოს, მათ შორის, უკრაინის მოქალაქეებისთვის. ხოლო, ვინც უცხოეთში დარჩა, მათ დაბრუნებაზე დიპლომატები იზრუნებენ.

"27 მარტს სახელმწიფო საზღვარი დაიკეტება და შეწყდება ყველა სამგზავრო გადაზიდვა. ორი კვირის წინ ჩვენ მოვუწოდეთ მოქალაქეებს უკრაინაში დაბრუნებულიყვნენ. უმეტესობამ, რომელთა მადლობელი ვარ, ეს დამოუკიდებლად გააკეთა. სხვები, დაახლოებით 80 ათასი უკრაინელი, დავაბრუნეთ თვითმფრინავებით, მატარებლებით და ავტობუსებით. დღეს უკვე ლოდინის დრო აღარ არის. ჩვენ რთული არჩევნის წინაშე აღმოვჩნდით იმ მოქალაქეებს შორის, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან და 40 მილიონ მოქალაქეს შორის, რომლებიც ქვეყნის შიგნით არიან“ , - განაცხადა ვლადიმერ ზელენსკიმ თავის ვიდეომიმართვაში.

მისი თქმით, იმ უკრაინელებზე, რომლებიც ვერ მოასწრებენ უახლოეს დღეებში დაბრუნებას, უკრაინის დიპლომატიური წარმომადგენლობები იზრუნებენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს