ვლადიმერ პუტინი „დიდი ოცეულის“ ლიდერებს სანქციებზე მორატორიუმის გამოცხადებას სთავაზობს

რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა „დიდი ოცეულის“ ლიდერებს შესთავაზა, მორატორიუმი გამოაცხადონ სანქციებზე იმ ქვეყნებთან მიმართებით, რომლებიც კორონავირუსის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდნენ. ამის შესახებ მან „დიდი ოცეულის“ ლიდერების ვიდეოკონფერენციის დროს ისაუბრა.

„არანაკლებ მნიშვნელოვანია კრიზისის პერიოდში შეიქმნას ე.წ. მწვანე დერეფნები, რომელიც თავისუფალი იქნებოდა სავაჭრო ომებისგან და სანქციებისგან, მედიკამენტების, სურსათის, აღჭურვილობისა და ტექნოლოგიების ურთიერთმიწოდებისთვის“ , - განაცხადა კრემლის ლიდერმა.

პუტინის თქმით, დიდი ოცეულის ქვეყნებმა უნდა შემოიღონ სოლიდური მორატორიუმი პირველადი საჭიროების საქონელთან დაკავშირებით, ასევე მათი შეძენისთვის ფინანსურ ტრანზაქციაზე.

მისი თქმით, ეს არის ადამიანების სიკვდილ-სიცოცხლის, სუფთა ჰუმანიტარული საკითხი.

რუსეთის პრეზიდენტის პროგნოზით, კორონავირუსი იმაზე გაცილებით სერიოზულ პრობლემებს შექმნის, ვიდრე 2008-09 წლების ფინანსურმა კრიზისმა შექმნა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს