მარნეულში კორონავირუსით დაინფიცირებული 62 წლის ქალის შვილი დედის მდგომარეობაზე და დაინფიცირების სავარაუდო წყაროზე საუბრობს

მარნეულში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული 62 წლის ქალის შვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ ექსკლუზიურად პაციენტის მდგომარეობაზე და დაინფიცირების სავარაუდო წყაროზე ისაუბრა.

მისი თქმით, მას ზუსტი ინფორმაცია არ აქვს, თუ როგორ გრძნობს დედამისი თავს, თუმცა ექიმებთან სატელეფონო კომუნიკაცია აქვს და ეუბნებიან, რომ პაციენტი სტაბილურად მძიმეა.

დაინფიცირებული ქალის შვილის თქმით, გამორიცხულია, რომ დედამისი აზერბაიჯანში დაინფიცირებულიყო.

"ეს გამორიცხულია, იმიტომ, რომ დედაჩემი აზერბაიჯანში 2019 წელს იყო. და ამის შემდეგ არ ყოფილა. პასპორტში ბეჭედიც კი არის ჩარტყმული",-აცხადებს ის.

მისივე განცხადებით, უცნობია, დაინფიცირების ზუსტი წყარო, თუმცა, მისი თქმით, "დეიდასთან სახლში რჩებოდა და შეიძლება, დის ოჯახის წევრია."

"თავიდან ჩვენც ვფიქრობდით, რომ დისგან გადაედო, მაგრამ სამჯერ გავუკეთეთ ეს ანალიზი და სამივეჯერ უარყოფითი პასუხი მოვიდა. აქედან გამომდინარე, დაზუსტებული პასუხი ჯერ ჩვენც არ გვაქვს, საიდან დაინფიცირდა დედა.

შეიძლება, ოჯახის წევრისგან გადაედო, თუმცა 100%-ით ვერ ვამბობ, იმიტომ, რომ დედა საზღვარგარეთ არ წასულა, მათთან კონტაქტი კი ჰქონდა, ანუ დეიდასთან სახლში რჩებოდა. შეიძლება, დის ოჯახის წევრია. მისი ნათესავები ცხოვრობენ, სადმე სხვაგან თუ იყვნენ, არ ვიცი, მაგრამ 15 მარტს ბაქოდან ჩამოვიდნენ",-აცხადებს ის.

ასევე 62 წლის ქალის შვილი ამბობს, რომ დედამისი უკვე დიდი ხანია, წელიწადნახევარია მაღაზიაში აღარ მუშაობს.

"ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, გაკეთებული აქვს რამდენიმე წლის წინ გულზე ოპერაცია, აქვს დიაბეტი, წნევა აწუხებდა, ჰქონდა თირკმელების პრობლემა. ბევრი რამ აწუხებდა, მაგრამ ბოლო პერიოდში რასაც უჩიოდა, წავიყვანეთ კლინიკაში და იქ დააწვინეს ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზით და სამ დღეში უკვე აპარატზე შეაერთეს, შემდეგ უკვე ანალიზები გაუკეთეს და კორონავირუსი დაუდასტურდა. და ჩვენ თვითონვე ვართ გაკვირვებულები, საიდან დაინფიცირდა ამ ვირუსით.

სახლში საერთოდ არ მკურნალობდა. რამდენიმე დღე აწუხებდა და მაშინვე წავიყვანეთ კლინიკაში, სუნთქვა უჭირდა, რენდგენი გაუკეთეს და ორმხრივი პნევმონია დაუდგინეს. აქამდე ის სოფელში დასთან იმყოფებოდა. შემდეგ და დააწვინეს საავადმყოფოში, მერე დაბრუნდა, ამბობდა, რომ ცუდად იყო და წავიყვანეთ საავადმყოფოში.

ექიმები თავიდან ვარაუდობდნენ კორონავირუსზე, და მაშინვე იზოლაციაში გადაიყვანეს. საღამომდე იქ ჰყავდათ, მერე მივედი ექიმთან და ვკითხე, რა ხდებოდა, ანალიზები აუღეს თუ არა. როგორც ექიმებმა მითხრეს, ისინი ეჭვობდნენ, რომ ეს მხოლოდ პნევმონია იყო, სიმპტომები არ იყო კორონავირუსის მსგავსი და რეანიმაციაში გადმოიყვანდნენ. თუმცა, მოგვიანებით, ანალიზებმა კორონავირუსი დაადასტურა",- განაცხადა 62 წლის ქალის შვილმა.

მისივე თქმით, "კონტაქტები რაც იყო, ეს იყო მხოლოდ ოჯახის წევრებთან. ის ბებიასთან იმყოფებოდა თავიდან და მხოლოდ მათთან ჰქონდა კავშირი".

ის ასევე ამბობს, რომ დედამისი ქელეხში არ იყო და ბებიას იუბილეზე იმყოფებოდა 11 მარტს.

"მე კარგად ვარ, მე და ჩემს ძმას ჩაგვიტარეს ანალიზი და უარყოფითი პასუხი მოვიდა, რაც შეეხება ჩემს ნათესავებს, მის დას არ დაუდასტურდა კორონავირუსი, არც დანარჩენებს, თუმცა მათზე ზუსტ ინფორმაციას არ ვფლობ",-აცხადებს ის გადაცემაში „360 გრადუსი“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო