ლია გიგაურმა კორონავირუსთან დაკავშირებული აზერბაიჯანულენოვანი მასალები კახეთის რეგიონის რწმუნებულსა და თელავის მერს გასავრცელებლად გადასცა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური კახეთში, სოფელ ყარაჯალაში ჩავიდა და კორონავირუსთან დაკავშირებული აზერბაიჯანულენოვანი მასალები, რეგიონის რწმუნებულს ირაკლი ქადაგიშვილს და თელავის მუნიციპალიტეტის მერს შოთა ნარეკლიშვილს გასავრცელებლად გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

ლია გიგაურის თქმით, ახალი მასალების ბეჭდვის და გავრცელების პროცესი აქტიურ და უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

„სახელმწიფო მინისტრის აპარატი აქტიურად არის ჩართული ჩვენი ქვეყნის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსახლეობის ინფორმირების საკითხში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით. ამ მიზნით ჩვენ ყოველდღიურად, ყველა შესაძლო არხით ვავრცელებთ ინფორმაციას, იქნება ეს ელექტრონული საშუალებები თუ ნაბეჭდი მასალის გავრცელება მთელი საქართველოს მასშტაბით. თითოეულ რეგიონს ვაწვდით, მოვიცავით მთელი საქართველო, თუმცა ეს პროცესი არ შეჩერებულა და გაგრძელდება რა თქმა უნდა.

ჩვენ ყოველ ახალ ინფორმაციას მივაწვდით იმ მოსახლეობას, რომელსაც ქართული ენის ფლობასთან დაკავშირებით აქვს გარკვეული პრობლემები. დღეს ჩვენ სოფელ ყარაჯალაში ჩამოვიტანეთ 5000-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის ფლაერი და პოსტერი, რომელიც მივა თითოეულ ოჯახში. თითოეული სოფლისათვის ძალიან დიდი რაოდენობით იბეჭდება ეს საინფორმაციო მასალები, რათა გაითვალისწინონ ჩვენმა მოქალაქეებმა ის მოთხოვნები, რეკომენდაციები და ის წესები, რომლიც უნდა დაიცვან სწორედ ამ პერიოდში, როდესაც ქვეყანაში გვაქვს საგანგებო მდგომარეობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თუ გვინდა, რომ გავუმკლავდეთ იმ დიდ გამოწვევას, რომელიც ქვეყანაშია“, - განაცხადა ლია გიგაურმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს