ამირან გამყრელიძე - ეს ერთი თვე სახლებში 10-20-კაციანი სუფრები არ არის საჭირო, მე დაგპატიჟებთ და ერთად წავიდეთ სადმე, როცა ეს ეპიდემია დამთავრდება, ვიმხიარულოთ

ეს ერთი თვე არ არის საჭირო სახლებში 10-20-კაციანი სუფრები, გვიყვარს ქართველებს, კი რა ჯობია. მერე, მე დაგპატიჟებთ და ერთად წავიდეთ სადმე, როცა დამთავრდება ეს ეპიდემია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, სოციალური დისტანცირება ჯერ კიდევ არ არის დაცული ლისის ტბაზე, კუს ტბაზე და მსგავსი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე.

„საშიშია, საფრთხილოა, თუ გვექნა დღეში 100, 200, 300 ახალი შემთხვევა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ გავახანგრძლივოთ კრიტიკულ ფაზაში შესვლის დრო. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ. ჯერ კიდევ არ არის სრულად დაცული სოციალური დისტანციები ლისის ტბაზე, კუს ტბაზე. ზოგი იკრიბება ერთად. არ არის ეს ერთი თვე საჭირო სახლებში 10-20 კაციანი სუფრები, გვიყვარს ქართველებს, კი, რა ჯობია. მერე, მე დაგპატიჟებთ და ერთად წავიდეთ სადმე, როცა დამთავრდება ეს ეპიდემია, სიამოვნებით, ვიმხიარულოთ. მაგრამ ახლა, თვენახევარი, ორი თვე, გავიჭირვოთ ყველამ, ვიყოთ იზოლირებულები, განსაკუთრებით ჩემი ასაკის ადამიანები. მე არ შემიძლია ახლა იზოლაციაში ყოფნა, საჭირო ვარ ჯერ, თორემ წავიდოდი მეც, კარგი სასტუმროებია საკარანტინო, მაგრამ არ შემიძლია" , - განაცხადა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - ის ეთერში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო