ემანუელ მაკრონი - მე და დონალდ ტრამპი კორონავირუსთან დაკავშირებით ახალ ინიციატივას ვამზადებთ

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ კორონავირუსის კრიზისთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან „ძალიან კარგი საუბარი“ ჰქონდა და პანდემიასთან დაკავშირებით ახალ ინიციატივასაც ამზადებენ.

„COVID-19-ის კრიზისის საპასუხოდ, უახლოეს დღეებში ახალ ინიციატივას ვამზადებთ,“- წერს მაკრონი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

შეგახსენებთ, აშშ-ში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ ჩინეთის მონაცემებს გადააჭარბა და 85 3770-ს მიაღწია, გარდაცვლილთა რიცხვი კი - 1 295-ია, რაც შეეხება საფრანგეთს, ქვეყანას კორონავირუსით დაინფიცირებული 29 155 ადამიანი და 1 696 გარდაცვლილი პაციენტი ჰყავს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს