ლოს-ანჯელესის მერი - კალიფორნია მომავალი ნიუ-იორკია, ნიუ-იორკი კი - მომავალი იტალია, ამ ვირუსისთვის სულ ერთია, სად ცხოვრობ

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის მიხედვით, კალიფორნია მომავალი ნიუ-იორკია, ნიუ-იორკი კი - მომავალი იტალია, - ამის შესახებ ლოს-ანჯელესის მერმა ერიკ გარსეტიმ განაცხადა.

„კალიფორნია მომავალი ნიუ-იორკია, ნიუ-იორკი მომავალი იტალია, იტალია -ირანი, ირანი - ჩინეთი. ამ ვირუსისთვის სულ ერთია, სად ცხოვრობ, შემდეგი შენ ხარ," - განაცხადა ერიკ გარსეტიმ „სი-ენ-ენთან“ ინტერვიუში.

მისივე თქმით, თუ მანამდე დაავადებულთა რაოდენობა 3-4 დღეში ორმაგდებოდა, ახლა ეს პერიოდი 2 დღემდეა შემცირებული. „და თუ ეს ტემპი გაგრძელდება, მალე დავეწევით ნიუ-იორკს“.

„ეს არ არის მხოლოდ სტატისტიკა. ესენი ჩვენი მეზობლები, ახლობლები, ჩვენი ოჯახის წევრები არიან,“- განაცხადა მერმა.

შეგახსენებთ, აშშ-ში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ ჩინეთის მონაცემებს გადააჭარბა და 85 3770-ს მიაღწია, გარდაცვლილთა რიცხვი კი - 1 295-ია.

იხილეთ ვიდეო: ლოს-ანჯელესის მერი - კალიფორნია მომავალი ნიუ-იორკია, ნიუ-იორკი კი - მომავალი იტალია, ამ ვირუსისთვის სულ ერთია, სად ცხოვრობ

ზაალ ანჯაფარიძე - შესაძლოა, დასავლეთს არ ეპიტნავებოდეს „ქართული ოცნება,“ მაგრამ მან დაამტკიცა, რომ შეუძლია პარტნიორობაც და სტაბილურობის უზრუნველყოფაც, რაც დასავლეთისთვის პრიორიტეტულია
“ნიუმედის”ლაბორატორიული განყოფილების ხელმძღვანელი - ჩვენ კლინიკაში ახალ ბენეფიციარებს კოვიდ 19-ის სწრაფი ტესტი უფასოდ უტარდებათ
ქართული პრესის მიმოხილვა 25.11.2020
ჰუბერტ ქნირში - პარტიებს სულ უფრო ნაკლებად შეუძლიათ ერთმანეთთან საუბარი და ამ განვითარებაში  სხვადასხვა პიროვნებას სხვადასხვა წვლილი მიუძღვის
რატომ არის მნიშვნელოვანი ცემენტის ხარისხის კონტროლი სეისმურად აქტიურ ზონაში
"სილქ როუდ ჯგუფის" განცხადება "საქანელას" პროექტის შესახებ