მარიამ ქვრივიშვილი ახლად შექმნილ საკარანტინო ზონაში ვენა-თბილისის რეისით ჩამოსული მოქალაქეების მიღებას დაესწრო

ავსტრიიდან საქართველოში გეგმიური სპეცრეისით საქართველოს 181 მოქალაქე დაბრუნდა. სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ყველა მგზავრი სპეციალურად მათთვის განკუთვნილი ავტობუსებით საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს, რომელიც სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ მოეწყო.

საქართველოს მოქალაქეების საკარანტინო ზონაში განთავსებას ადგილზე დაესწრო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით 64 სასტუმროში საკარანტინო ზონების მოწყობას გაუწია ორგანიზება. ამ ეტაპზე კარანტინში 4250-ზე მეტი ადამიანი იმყოფება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს სხვადასხვა საზღვრებიდან შემოსული მოქალაქეების ტრანსპორტირებას, კვებას და საკარანტინო ზონებში განთავსებას ახდენს.

„26 მარტს საქართველოში ვენიდან გეგმიური ჩარტერული რეისით, საქართველოს 181 მოქალაქე ჩამოვიდა. ჩვენ ვუზრუნველყავით ამ ადამიანების ტრანსპორტირება სასტუმრო „ჰოლიდეი ინში,“ რომელიც საკარანტინო ზონად გადაკეთდა. ტრანსპორტირება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტების დაცვით მოხდა. მგზავრები ავტობუსებში ჭადრაკული წყობით ისხდნენ. ჩვენ დავაბინავეთ ეს ადამიანები სასტუმროში. ადგილზე იმყოფება შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროების, ასევე სხვა უწყებების წარმომადგენლები. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით აგრძელებს საკარანტინო ზონების მოძიებას, ორგანიზებას და მართვას. ამ ეტაპზე ჩვენ გვყავს 64 პარტნიორი სასტუმრო და 4250-ზე მეტი ადამიანი კარანტინში.“-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიმდინარე წლის 10 აპრილის ჩათვლით ევროპის მიმართულებებიდან კიდევ რამდენიმე რეისია ჩანიშნული. 28 მარტი ვარშავა-თბილისი, 31 მარტი ამსტერდამი-თბილისი გაუქმებული რეისის მგზავრებისთვის, 3 აპრილი ვარშავა-თბილისი, 4 აპრილი ლონდონი-თბილისი, 7 აპრილი ათენი-თბილისი, 10 აპრილი ლარნაკა-თბილისი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა