ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი - ჩვენ ომში ვართ და ვირუსი განადგურებით გვემუქრება - უნდა იბრძოლოთ, იბრძოლოთ მაგრად, ჯოჯოხეთურად უნდა იბრძოლოთ

ჩვენ ომში ვართ და ვირუსი განადგურებით გვემუქრება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს გებრეიესუსმა ვირტუალურ სამიტზე განაცხადა, რომელიც კორონავირუსს ეხებოდა.

„მილიონობით ადამიანი შეიძლება მოკვდეს თუ მთავრობები აგრესიულ ქმედებებს არ მიიღებენ. პანდემია მსოფლიოს სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემებს ანადგურებს. უნდა იბრძოლოთ, იბრძოლოთ მაგრად, ჯოჯოხეთურად უნდა იბრძოლოთ. იბრძოლეთ ისე, რომ თქვენი სიცოცხლე ამაზეა დამოკიდებული და ეს მართლაც ასეა“,-აღნიშნა გაბრეიესუსმა.

მისივე თქმით, ყველამ მეტი უნდა გააკეთოს, ეს „ვალდებულებაა“.

„ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ. უნდა ავაშენოთ სწრაფად, გავზარდოთ, ვასწავლოთ. ეს ალტერნატივა არ არის. ეს ვალდებულებაა. ჩვენ შეიძლება სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობდეთ, მაგრამ ჩვენ ერთნაირად უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენ ერთი კაცობრიობა ვართ“,-დასძინა დირექტორმა

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში