მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 4 ახალი პაციენტიდან 1 ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 4 ახალი პაციენტიდან 1 ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

„გუშინ დილით ჩვენ ვთქვით, რომ 77 დადასტურებული შემთხვევა იყო. დღეს დილას არის უკვე 81, გუშინდელს შემდეგ 4 ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ამ 4 ახალი შემთხვევიდან 1 არის ჩვენი ცენტრის პაციენტი, დანარჩენები განთავსებულები არიან სხვა კლინიკებში. გამოჯანმრთელებულებიდან ჩვენს ცენტრს დაემატა 2, იყო 10 გამოჯანმრთელებული, გახდა 12. ერთმა უკვე დატოვა ჩვენი ცენტრი. სულ ბინაზე გაწერილია 11. მე-12 პაციენტის მდგომარეობა უნდა შეფასდეს პასუხთან, ანუ ვირუსმა განიცადა ელიმინაცია, მაგრამ აუცილებელია შეფასდეს ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტის სხვა კლინიკური მონაცემები. შეფასდება კლინიკური მონაცემები და ეს პაციენტიც ალბათ დატოვებს დღეს ჩვენს ცენტრს.

კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული არის საჩხერის საავადმყოფოდან. ანუ, სულ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 13 გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

იხილეთ ვიდეო: კორონავირუსით ინფიცირებული 4 ახალი პაციენტიდან 1 ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული

დავით იაკობიძე - მთავარია, კარგად ვიცოდეთ, რა გვინდა სოფლის მეურნეობასა და ეკონომიკაში და ვიცოდეთ, ვის შევთავაზოთ პარტნიორობა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2020
ვაჟა ბერიძე - მთავრობა სწრაფად და ეფექტიანად რეაგირებს გამოწვევებზე, ეს სადღეისოდ საკმარისია, მაგრამ ტაში და ვაშა ჯერჯერობით ნაადრევია