მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 5 ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირებული ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის. მისისვე თქმით, ამ პაციენტის კონტაქტების ისტორია არ სცდება იმ წყაროს, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში აქამდე იყო დადასტურებული.

„ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის მძიმე, საშუალო სიმძიმისაა. ჩვენ გვყავს 4 მძიმე პაციენტი. ამ 4 პაციენტიდან ერთი არის განსაკუთრებით მძიმე პაციენტი. მისი მდგომარეობის სტაბილიზირება ჯერჯერობით ვერ ხდება. დაავადება უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც პროგრესირებს. დანარჩენ სამთან გარკვეულწილად მიღებულია სტაბილიზირება, მაგრამ ეს არ გვძალევს სიმშვიდის საშუალებას. მაინც ჯერჯერობით ვამბობთ, რომ ამ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და დინამიურ მეთვალყურეობასა და ანალიზს მოითხოვს,“- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, დამაკმაყოფილებელია იმ 5 ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც ინფექციურ საავადმყოფოში არიან მოთავსებულები.

„ამ ეტაპზე ჩვენთან წევს 34 ინფიცირებული პაციენტი, გაწერილია 11. ახალ შესაძლო შემთხვევებზე დღეს დილას მოხდება ცხვირ-ხახის ნაცხის აღება და ტესტირება,“- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს