ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ტყიბულის მოსახლეობის და მეშახტეთა დასახმარებლად, 100 000 ლარი გაიღო

ტყიბულისა და თერჯორლის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელგუჯა გოცირიძემ ტყიბულის მოსახლეობის და მეშახტეთა დასახმარებლად 100 000 ლარი გაიღო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

"ტყიბულისა და თერჯორლის მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე ქვეყანაში ახალი კორონავირუსით გამოწვეული ვითარების გამო, ქალაქ ტყიბულში შახტების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებს და რაიონის სხვა საჭიროებებს გაეცნო. შედეგად, დეპუტატმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ პირადი დანაზოგიდან ტყიბულის მოსახლეობისთვის, მათ შორის მეშახტეთა დასახმარებლად, 100 000 ლარი გაიღოს. იმისათვის, რომ თანხის განკარგვა გამჭვირვალედ მოხდეს, ქალაქ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას, საკრებულოს და შახტის ადმინისტრაციას ეთხოვა, რომ მეშახტეთა მაღალი ჩართულობით, მაქსიმალურად დროულად შეიმუშაონ გამოყოფილი თანხის განაწილების კრიტერიუმები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს