მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა წევრ ქვეყნებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა

ახალი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის, საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და საქონლის გადაზიდვების სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, როგორც წევრი ქვეყანა, აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციასთან (WCO). აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.

როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა კუნიო მიკურიამ თავის ვიდეო მიმართვაში უდიდესი მადლობა გადაუხადა წევრი ქვეყნების საბაჟო ადმინისტრაციებს და მათ შორის საქართველოს, ამ რთულ პერიოდში, სწრაფი, სანდო, უსაფრთხო და გამარტივებული საბაჟო პროცედურების დენერგვისთვის, რომლებიც კონტროლის ბარიერების მინიმუმამდე შემცირებით მოახდენენ ქვეყნებს შორის სავაჭრო ბალანსის სწრაფ გაუმჯობესებას.

„ჩვენ მივმართეთ, ორგანიზაციის 183 წევრი ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს, რათა მათ გაიზიარონ არსებული გამოწვევები და მიიღონ რჩევები ამ მიმართულებით, კერძოდ; შესაბამისი რისკ-მენეჯმენტის გათვალისწინებით, მოახდინონ საზღვრებზე საქონლის მოძრაობის პროცედურების გამარტივება. ასევე, კომუნიკაციის ფარგლებში, უზრუნველყონ თანამშრომლობა სხვადასხვა სამთავრობო უწყებასთან და კერძო სექტორთან. ამასთან, მსურს უდიდესი მადლობა გადავუხადო და შევაქო თითოეული მებაჟე ოფიცერი და ასევე, მოვუწოდო საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს გაატარონ სათანადო ღონისძიებები მათი ჯანმრთელობის დასაცავად. ერთად, ჩვენ გავიმარჯვებთ!“ - აღნიშნა კუნიო მიკურიამ. ვიდეო მიმართვა იხილეთ შემდეგ ბმულზე:http://www.wcoomd.org/en.aspx

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა