ლევან რატიანის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 3 პირის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და მათ კლინიკა შესაძლოა, ხვალ დატოვონ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში მყოფი 3 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და განმეორებითი კვლევის უარყოფითი პასუხის შეთხვევაში ისინი კლინიკას ხვალ დატოვებენ.

როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მის კლინიკაში ამ ეტაპზე სულ 13 ინფიცირებული პაცინეტია.

„სულ იმყოფება 13 ინფიცირებული, ორი აქედან არის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. დინამიკაში მათი მდგომარეობა უცვლელია. ეს იმას ნიშნავს, რომ მდგომარეობა მართვადია. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, რომლებიც იმყოფებიან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, 3-ის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია. მართალია, დღეს მეათე დღეა, მაგრამ დღეს განმეორებით ვაგზავნით ლუგარის ლაბორატორიაში, რომ ინფიცირების შესახებ განმეორებით გავაკეთოთ გამოკვლევა, თუ არ დადასტურდა, ხვალ ისინი დატოვებენ კლინიკას“, - განაცხადა რატიანმა.

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 81 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 13 უკვე გამოჯანმრთელდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა