დიმიტრი ხუნდაძე - თუ საზოგადოების ადეკვატური ქცევა არ იქნა და ეპიდვითარება გართულდა, დადგება საყოველთაო კარანტინის საკითხი -  მინდა გულწრფელად გითხრათ, ამ ვითარებიდან შორს არ ვართ

მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ ამ ვითარებიდან, საყოველთაო კარანტინიდან შორს არ ვართ,- ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან, მთავრობის ადმინისტრაციასთან განაცხადა, სადაც საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა იწყება.

მისივე თქმით, თუ მოქალაქეები გადაუდებელი საჭიროების გარდა სხვა შემთვევაშიც აქტიურად გავლენ ქუჩაში, ისინი პროცესების სწორად მართვაში სახელმწიფოს ხელს შეუშლიან.

„მნიშვნელოვანია საზოგადოების ადეკვატური დამოკიდებულება, სახლში დარჩენით ჩვენ საზოგადოება ძალიან დაგვეხმარება, რომ პროცესები სწორად ვმართოთ და თუ ქუჩაში გადაუდებელი შემთხვევების მიღმა ისინი იმოძრავებენ აქტიურად, ძალიან შეგვიშლიან ხელს პროცესების მართვაში, რომ შევარჩეროთ, შევაფერხოთ ინფექციის მასიური გავრცელება. თუ საზოგადოების ადეკვატური ქცევა არ იქნა და ეპიდვითარება გართულდა, რა თქმა უნდა დადგება საკითხი საყოველთაო კარანტინის შემოღების. მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ ამ ვითარებიდან, საყოველთაო კარანტინიდან შორს არ ვართ. როცა მისი შემოღების გადაუდებელი საჭიროება დადგება, ჩვენ აუცილებლად შემოვიღებთ, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენც და საზოგადოებამაც, რომ თავიდან ავიცილოთ მასიური გავრცელება,“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს