ლევან რატიანის განცხადებით, 62 და 80 წლის პაციენტების მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, 62 და 80 წლის პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია. რატიანი აცხადებს, რომ მკურნალობის შედეგად ვიტალური ფუნქციების შენარჩუნება ხერხდება.

რაც შეეხება 5 სამხედრო პირს, ისნის კლინიკიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი და მათ შემთხვევაში კორონავირუსზე ტესტირებამ უარყოფითი პასუხი აჩვენა.

„სამხედროები გუშინვე გადავიდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, აღებული ტესტებიდან ყველა პასუხი უარყოფითი მოვიდა“, - აცხადებს რატიანი.

ლევან რატიანის თქმითვე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში ამჟამად სულ 59 პაციენტია მოთავსებული, მათგან კორონავირუსი 13 პირს დაუდასტურდა, დანარჩენები კი როგორც საეჭვო შემთხვევა, ისე განიხილებიან. დირექტორის განმარტებით, თუ განმეორებით ჩატარებული კვლევის შედეგად, პაციენტებთან ორი უარყოფითი პასუხი აღმოჩნდება, ისინი ხვალ საღამოს დატოვებენ კლინიკას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო