კახა კალაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - თავისი ქმედებებიდან გამომდინარე, ისინი არიან ჩვეულებრივი მავნებლები

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ის, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ" ზუგდიდში გააკეთა, იყო მავნებლობა და გაუგებარი ღონისძიების გამო ადამიანების საფრთხის ქვეშ დაყენება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ზუგდიდში პირბადეების დარიგების გამო ხალხმრავლობის შეფასებისას განუცხადა, რის გამოც ორგანიზატორები 15 ათასი ლარით დაჯარიმდნენ.

„მეორე მავნებლობა არის ის, როცა ამას ადარებენ იმ კონკრეტულ ქმედებებს, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. ჩვენი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება არის ის, რომ ამ ფორმსაჟორულ მდგომარეობაში დავეხმაროთ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება მხარდაჭერა. ამის შედარება ჩვენ მიერ გამართულ ღონისძიებასთან არაა სწორი. იქ შეკრებილი ადამიანი, ვისზეც თქვენ საუბრობთ, ყველა არის გადამზადებული წითელი ჯვრის მიერ. ყველა არის აღჭურვილი შესაბამისი საშუალებებით და იცავენ უსაფრთხოების წესებს. პირველ რიგში, თავი რომ არ დაიზიანონ და არ დააზიანონ ის ადამიანები, რომელთანაც ურთიერთობენ. ჩვენ ყოველდღიურად 20-25 ადამიანი ვიკრიბებით უწყებათაშორის საბჭოს სხდომაზე და უნდა დავჯარიმდეთ? ვერ ხვდებით განსხვავებას ზოგადად?! ეს ყველაფერი კეთდება ჩვენი საზოგადოების, მოსახლეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ის, რაც ვნახეთ მგონი კითხვის ნიშნები არ არსებობს, კითხვის ნიშნები აქვს მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას" და ისინი თავისი ქმედებებიდან გამომდინარე არიან ჩვეულებრივი მავნებლები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თუ მათ მართლა კეთილი ზრახვები აქვთ და სურთ მოქალაქეების დახმარება, მაშინ ამ პროდუქციისა თუ ნივთების დარიგებაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო აიღებს.

„ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ მზად ვართ მივიღოთ ყველა ის საშუალებები, პროდუქტები თუ რაც იქნება, ჩვენ ავიღოთ პასუხისმგებლობა მათ დარიგებაზე. ჩვენი ვალდებულებაა, ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში, სადაც გვყავს გადამზადებული მოხალისეები, ჩვენ დავარიგებთ და ჩვენ განვახორციელებთ თუ მართლა კეთილი საქმის გაკეთება უნდათ. მაგრამ თავიანთი ქმედებებიდან გამომდინარე არიან ჩვეულებრივი მავნებლები. მაქსიმალურად უნდა შევიკავოთ თავი ხალხმრავალი შეკრებებისგან. ახლა არის ის დრო, რომ მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ერთმანეთს გავითვალისწინოთ რეკომენდაციები და რჩევები, რომელზეც ბოლო დღეების განამვლობაში ვსაუბრობთ. მე მესმის რთულია დარჩე სახლში და ყველა იმ რეკომენდაციის გათვალისწინება, მაგრამ სხვანაირად შეუძლებელია, თუ გვინდა, რომ ძალიან მალე გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან," - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკამ” 26 მარტს ზუგდიდში პირბადეები დაარიგა, რამაც ხალხის თავყრილობა გამოიწვია. საქართველოში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს და კორონავირუსის პრევენციის მიზნით აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო