აშშ-ის და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ჩინეთის პრეზიდენტ, სი ძინპინსა და აშშ-ის ლიდერ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მხარეებმა კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები განიხილეს. მედიის ინფორმაციით, ჩინეთის პრეზიდენტმა ამერიკელ კოლაგს უთხრა, რომ ქვეყნები „კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში უნდა გაერთიანდნენ“.

საუბრის შემდეგ დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთრა გვერდზე აღნიშნა, რომ მხარეები „მჭიდროდ თანამშრომლობენ“.

„ახლახანს დავასრულე საუბარი პრეზიდენტ სისთან. დეტალურად განვიხილეთ კორონავირუსის გავრცელება მსოფლიოში. ჩინეთმა ბევრი გაიარა და კარგად ერკვევა ვირუსში. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. პატივისცემით!“,-წერს ტრამპი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს