ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორის  განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირებული ყველა პაციენტის კლასტერი და კონტაქტი დადგენილია

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის დირექტორის კახა იშხნელის განცხადებით, დადგენილია კორონავირუსით დაინფიცირებული ყველა იმ პაციენტის კლასტერი და კონტაქტი, ვინც კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის.

„ზოგადად, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, ჩვენს კლინიკაში შემოსულ პაციენტებთან ყველასთან იყო დადგენილი კლასტერი, წარმოშობაც და საბედნიეროდ, დადგენილია კონტაქტებიც. იკვლევენ ამ კონტაქტებს და ჩვენც ვერთვებით“,-აცხადებს იშხნელი.

ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ კლინიკაში მოთავსებული 2 წლის ბავშვის დედას კორონავურუსი დაუდგინდეს, მან უპასუხა: „ ჩვენ ამ ქალბატონთან კვლევებს ვაგრძელებთ. საბედნიეროდ, ჯერჯერობით ვირუსი არ არის“.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით 81 ადამიანია დაინფიცირებული, მათგან 13 გამოჯანმრთელდა.

დავით იაკობიძე - მთავარია, კარგად ვიცოდეთ, რა გვინდა სოფლის მეურნეობასა და ეკონომიკაში და ვიცოდეთ, ვის შევთავაზოთ პარტნიორობა
მინდია დავითაძე - აუცილებელია საქპატენტის უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირება, რათა ბიზნესს შექმნილ ვითარებაში პრობლემა არ შეექმნას
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2020
ვაჟა ბერიძე - მთავრობა სწრაფად და ეფექტიანად რეაგირებს გამოწვევებზე, ეს სადღეისოდ საკმარისია, მაგრამ ტაში და ვაშა ჯერჯერობით ნაადრევია
Yandex.Taxi საქართველოში კორონავირუსისგან დაზარალებული მძღოლებისთვის ფინანსური მხარდაჭერის ფონდს აფუძნებს
„დანკინმა“ ინფექციურის  და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედიკოსებს საუზმე მიართვა