„საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ“ და მისმა წევრმა კომპანიებმა C0VID19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად 5 მილიონი ლარი გაიღეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ COVID19-თან საბრძოლველად საკუთარი სახსრებიდან 300 000 ლარი გამოყო. ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციიდან აცნობეს, ასოციაციის წევრმა კომპანიებმა “StopCov” ფონდში გადასარიცხად საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სპეციალურ ანგარიშზე შემდეგი თანხები ჩარიცხეს:

1. "სილქნეტი" - 1,000,000 ლარი.

2. "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" - 300,000 ლარი.

3. "ანაგი" - 300,000 ლარი.

4. "VTB ბანკი" - 200,000 ლარი.

5. "სოკარი" - 200,000 ლარი.

6. "თეგეტა მოტორსი" - 200,000 ლარი.

7. "ფილიპ მორის საქართველო" - 100,000 ლარ.ი

8. BasisBank - 100,000 ლარი.

9. Euro Games Technologies საქართველო -50,000 ლარი.

10. "ლილო მოლი" - 20,000 ლარი.

11. "ელიტ ელექტრონიკსი" - 20,000 ლარი.

12. "ბორან მაინინგი" - 10,000 ლარი.

13. "მაგისტილი" - 10,000 ლარი.

14. "ლუტეცია" - 10,000 ლარი.

ასოციაციის ინფორმაციით, აღნიშნულის პარალელურად, “StopCov” ფონდში პირდაპირი ფინანსური კონტრიბუცია გააკეთეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრმა შემდეგმა კომპანიებმა:

1. "პე ეს პე ჯგუფი" -300,000 ლარი.

2. "ემ კვადრატი" - 100,000 ლარი.

3. DIRSI - 100,000 ლარი.

გარდა ფინანსური შენატანებისა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებმა აქტიური კონტრიბუცია გასწიეს სპეციალური სამედიცინო საშუალებების შეძენის გზით, კერძოდ:

1. "ორბი" - 1,000,000 ლარი.

2. "სამედიცინო უნივერსიტეტი" -1,000,000 ლარი.

„უკანასკნელი დღეების განმავლობაში საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აქტიურად იყო და არის ჩართული ეპიდემიის გავრცელების პრევენციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციასა თუ არსებული ვითარებით გამოწვეული სხვადასხვა პრობლემების მოგვარების საქმეში. ჩვენ ასევე ყოველდღიურად ვმუშაობთ ჩვენი წევრების წინაშე მდგარი გამოწვევების იდენტიფიკაციასა და მათი გადაჭრის გზების მოძიების კუთხით. მიუხედავად მთელი რიგი პრობლემებისა, რომელთა წინაშეც ადგილობრივი ბიზნესი უკვე დგას, ვფიქრობთ, რომ სოლიდარობას, ერთმანეთის დახმარებასა და გვერდში დგომას ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენ გვსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრ კომპანიებს, რომელთაც ამ ძნელბედობის ჟამს საკუთარი ფინანსური წვლილი შეიტანეს პანდემიასთან ბრძოლის საქმეში. საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ კი საკუთარი სახსრებიდან პანდემიასთან ბრძოლისათვის 300,000 ლარი გამოყო.

ვფიქრობთ, ჩვენი ქვეყნის წინაშე დღეისათვის მდგარი რთული გამოწვევების დასაძლევად მსგავსი კონსოლიდაცია არის ბიზნეს სექტორის სოლიდარობის ნათელი მაგალითი. მისასალმებელია, რომ ჩვენი წევრი კომპანიების აქტიურობა COVID19-თან ბრძოლაში კვლავაც გრძელდება და ჩვენ საზოგადოებას აუცილებლად მივაწვდით ინფორმაციას იმ დამატებითი კონტრიბუციების შესახებ, რასაც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სხვა წევრი კომპანიები პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად გაიღებენ”, - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე.

ცნობისთვის, “StopCov” ფონდში აკუმულირებული თანხები, პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა