გიორგი ვაშაძე - სწრაფი და მასობრივი დიაგნოსტიკის საშუალებების არაპრიორიტეტულ და მეორეხარისხოვან მიმართულებად აღიარებამ, ვირუსის გამოვლენისა და პრევენციის მიმართულებით ბრმად დაგვტოვა

პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, სწრაფი და მასობრივი დიაგნოსტიკის საშუალებების არაპრიორიტეტულ და მეორეხარისხოვან მიმართულებად აღიარებამ, ვირუსის გამოვლენისა და პრევენციის მიმართულებით ბრმად დაგვტოვა.

ვაშაძის თქმით, სწორედ ამ შეცდომის შედეგია, მთავრობის ე.წ. შეკავების ანუ შედეგზე რეაგირების ტაქტიკა.

„მსოფლიოს კორონავირუსთან ბრძოლის რამდენიმეთვიანმა გამოცდილებამ ნათლად დაგვანახა, რომ ამ ბრძოლაშიც უცდომელად მუშაობს კლასიკური ომის სტრატეგიები და ტაქტიკები. როგორც მთავრობა აცხადებს, დღემდე ჩვენ ვიმყოფებით შეკავების, დაცვის, ანუ ე.წ. შედეგზე რეაგირების ტაქტიკასა და ამას აკეთებს იმ დაშვებით, რომ არ გვაქვს შესაბამისი რაოდენობის ინფრასტრუქტურა და რა თქმა უნდა, პირველ რიგში საჭირო რაოდენობის სწრაფი დიაგნოსტიკის საშუალებები. აქვე აღვნიშნავ, რომ კორონავირუსთან ბრძოლის სტრატეგიის დაგეგმვის სწრაფი და მასობრივი დიაგნოსტიკის საშუალებების არაპრიორიტეტულმა, მეორეხარისხოვან მიმართულებად აღიარებამ ბრმად დაგვტოვა ვირუსის გამოვლენასა და პრევენციის მიმართულებით, რაც დიდ შეცდომად მიგვაჩნია. სწორედ ამ დაშვებული შეცდომების შედეგია, მთავრობის დღეს არსებული ე.წ. შეკავების ანუ შედეგზე რეაგირების ტაქტიკა, რადგან ვერ ვახდენთ ვირუსის დროულ, მასობრივ დიაგნოსტიკასა და გამოვლენას. სწორედ ამ დაშვებულ შეცდომათა ერთობლიობამ მიგვიყვანა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე, ეკონომიკურ კრიზისამდე, რამაც ჯანმრთელობის საფრთხესთან ერთად შიმშილის საფრთხის წინაშე დააყენა ჩვენი მოქალაქეები“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს