ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ჯამში 349 მეწარმე სუბიექტია

ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში 349 მეწარმე სუბიექტია. საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მათი მხრიდან ფუნქციონირების პირობების დაცვას შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკონტროლებს.

საქართველოს ეკონომიკის, შს მინისტრისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით უკვე დამტკიცდა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებული მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალი და ფუნქციონირების წესები.

ბრძანების თანახმად, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, არ ეზღუდებათ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება იმ მეწარმე სუბიექტებს, რომელთა საქმიანობა უპირატესად ღია სივრცეში მიმდინარეობს, ამასთან მეწარმეებმა უნდა გაითვალისწინონ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, ასევე, დასაქმებულების სატრანსპორტო გადაადგილება სამუშაო ადგილზე და უკან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან წინასწარ შეთანხმებული მარშრუტით უნდა ხდებოდეს.

რაც შეეხება ბრძანებით დამტკიცებულ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებული მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალს, ის 349 მეწარმე სუბიექტისგან შედგება, რომლებიც მუშაობენ ფერადი ლითონების მადნების მოპოვების, დეკორატიული და სამშენებლო ქვის მოპოვების, ღორღიანი და ქვიშოვანი კარიერების დამუშავების, ხორცის პროდუქტების წარმოების, რძის გადამუშავება და ყველის წარმოების, საკონდიტრო ნაწარმის, შაქრის, ღვინის, ფქვილისა და პურის წარმოების, ქვის ჭრის, დამუშავების და მოპირკეთების, სხვადასხვა პროდუქტებით საბითუმო ვაჭრობის, არქიტექტურული საქმიანობის, სატრანსპორტო მომსახურების და სხვა მიმართულებით. ასევე, მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ფუნქციონირებს რამდენიმე ჰიდროელექროსადგური.

ბრძანება, რომელსაც ხელს სამი მინისტრი აწერს, 26 მარტს ამოქმედდა და ძალას კარგავს საგანგებო მდგომარეობის ვადის გასვლისთანავე, ანუ 21 აპრილს.

ცნობისთვის, 23 მარტს მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა