ეკატერინე ტიკარაძე - გეგმური ოპერაციების მომლოდინე პაციენტები 4 თვის განმავლობაში გადანაწილდებიან

გეგმური ოპერაციების მომლოდინე პაციენტები 4 თვის განმავლობაში გადანაწილდებიან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ტიკარაძემ განაცხადა, აღნიშნულ პაციენტებს ამ პერიოდის განმავლობაში პრობლემები არ შეექმნებათ.

„გეგმური ოპერაციები გადასულია 4-თვიანი მოლოდინის რეჟიმზე. მათ შეფერხებები ამ პერიოდის განმავლობაში არ ექნებათ. უბრალოდ, მათი გადანაწილება მოხდება შემდეგი 4 თვის განმავლობაში, რაც ასევე უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს