იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, ციხეებში შეყვანილი ახალი პატიმრები 21-დღიან საკარანტინო პერიოდს გადიან

იუსტიციის მინისტრის თეა წულიკიანის განცხადებით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ გარედან საპატიმროში არ მოხდეს ვირუსის შეტანა. მინისტრის თქმით, ამ მიზნით, ახალი პატიმრები 21-დღიან საკარანტინე პერიოდს გადიან.

„განსაკუთრებული პირობები ციხეებში ასევე გულისხმობს იმას, რომ ვერც ერთი ახალდაკავებული ან ახალმისჯილი პატიმარი, უკვე მეოთხე კვირა დაიწყო, ვერ შედის ძველ კონტიგენტთან მანამ, სანამ 21-დღიან საკარანტინე პერიოდს არ მოიხდის. მე მინდა ოჯახებისთვის განვმარტო, რომ ეს არ არის ის საკარანტინე სივრცე, რომელსაც ციხის ენაზე ტრადიციულად უწოდებენ კარანტინს. ეს არის ჩვეულებრივი საცხოვრებელი კორპუსი, შესაბამისი პირობებით, რომელიც მოწყობილია მიმღებ ციხეებში. იქ არის როგორც კანონმდებლობის, ისე ევროპული კონვენციის დაცვით შექმნილი პიროებები ჩვენი პატიმრებისთვის, სადაც ახალი პატიმრები ატარებენ 21 დღეს და მხოლოდ ამის შემდეგ, თუკი არანაირი საეჭვო სიმპტომი არ გამოუვლინდებათ შეერევიან ძველ კონტისგენტს.

ხოლო ის პატიმრები, რომლებსაც საეჭვო სიმპტომები უკვე ციხეში მოსვლისას გამოუვლინდებათ, ვერც ერთი ვერ ხვდება ციხის ტერიტორიაზე, ისინი მივლინებულები არიან მაშინვე ერთ-ერთ სამოქალაქო კლინიკაში, სადაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან დღემდე სულ 26 ახალი პატიმარი იქნა მივლენილი. 6 უკვე გაეწერა და არც ერთ მათგანს დღემდე არ დაუდასტურდა ვირუსი,“-განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე განმარტებით, კლინიკებიდან გაწერილი პატიმრებიც, პირველ რიგში, ციხის ტერიტორიაზე ცალკე სივრცეში 21 დღის განმავლობაში სამედიცინო-საკარანტინე რეჟიმს გაივლიან.

„მინდა, ვუთხრა პატიმრებსა და მათ ოჯახებს, რომ მაქსიმალური ყურადღება ექცევა იმას, რომ გარედან შიგნით არ მოხდეს ვირუსის შეტანა,“-განაცხადა თეა წულუკიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა