თამარ გაბუნია - თუ ადამიანს არაფერი აწუხებს და ეჭვი აქვს, რომ შესაძლებელია კონტაქტის კონტაქტის კონტაქტთან ჰქონდა ხანმოკლე ურთიერთობა, ეს ვერ იქნება ტესტის ჩატარების საფუძველი

თუ ადამიანს არაფერი აწუხებს და ეჭვი აქვს, რომ შესაძლებელია კონტაქტის კონტაქტის კონტაქტთან ჰქონდა ხანმოკლე ურთიერთობა, ეს, რა თქმა უნდა, ვერ იქნება საფუძველი, რომ მას ჩაუტარდეს ტესტი,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

კითხვაზე, როგორ მოხდება მეოთხეული გადაცემის გამოვლენა, თუ სწრაფი ტესტირება მხოლოდ რისკჯგუფებს უტარდება, გაბუნიამ განახადა, რომ ასეთ შემთხვევაში ტესტირებას მხოლოდ კლინიკური სიმპტომების მქონე პირები დაექვემდებარებიან.

„კონტაქტების კვლევას აქვს თავისი ეტაპები, ამ შემთხვევაში მეოთხეული გადაცემა და საერთოდ, ტესტირების დაქვემდებარება განისაზღვრება კლინიკური სიმტომებით და ჩვენთვის პრიორიტეტული ჯგუფი, მას შემდეგ რაც მაღალის რისკის ჯგუფებს გამოვრიცხავთ, ეს არის ის პირები, ვისაც აქვს საეჭვო ნიშნები, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს კორონავირუსზე. დღეს ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ე.წ. ცხელების კლინიკების ჩამოყალიბებაზე რაიონის დოზე, სადაც სიცხიან პაციენტს განსაკუთრებით ყურადღებით შეაფასებენ იმისთვის, რომ გამორიცხონ კორონასთან დაკავშირებული რისკები და თუ ჩაითვლება, რომ პაციენტს სჭირდება ტესტირება, უკვე იქნება მობილიზებული შესაბამისი ეპიდემიოლოგიური სამსახური იმისთვის, რომ ცხელებით კლინიკაში მისულ პაციენტს ჩაუტარდეს გამოკვლევა და ტესტირება. ამდენად, ამ შემთხვევაში მთავარი ფაქტორი რჩება კლინიკური სურათი, კლინიკური სურათის გარეშე, თუ ადამიანს არაფერი არ აწუხებს და ეჭვი აქვს, რომ შესაძლებელია კონტაქტის, კონტაქტის კონტაქთან ჰქონდა ხანმოკლე ურთიერთობა, ეს რა თქმა უნდა, ვერ იქნება საფუძველი იმისთვის, რომ მას ჩაუტარდეს ტესტი“,- განაცხადა გაბუნიამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა