ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველომ ჩინურ კომპანიას, რომელსაც სწრაფი ტესტები უნდა შემოეტანა, ხელშეკრულება გაუუქმა

საქართველომ ჩინულ კომპანიას, რომელსაც ქვეყანაში სწრაფი ტესტი უნდა შემოეტანა, ხელშეკრულება გაუწყვიტა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მივე განმარტებით, ამჟამად სწრაფი ტესტების შემოტანაზე მიმდინარეობს მუშაობა სხვა კომპანიასთან.

„კომპანია „ბიო იზი“, რომელიც საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობის მქონეა, გამოაქვეყნა ნოტა და თავისი პროდუქცია თვითონ გაიწვია ყველა ბაზრიდან, სადაც ის იყო გაყიდული. საქართველოს ამ კომპანიასთან ხელშეკრულება დადებული ჰქონდა, თუმცა დღეს ის ანულირებულია, თანხა არ გადარიცხულა და ამ კომპანიის ტესტები ლუგარის ლაბორატორიაში არ გაგვაჩნია. გვაქვს მოლაპარაკება სხვა კომპანიასთან, რომელთანაც იმავე სტრატეგიით ვმუშაობთ. გამოგზავნილი იქნება პირველი სატესტო 2 ათასი ტესტი და იმ შემთხვევაში, თუ ტესტების სანდოობა ჩვენი მხრიდანაც იქნება დამტკიცებული, მოვახდენთ დამატებითი რაოდენობის შეძენას. ტესტების შერჩევა მიმდინარეობს ინფექციონისტების და ლუგარის ლაბორატორიის რეკომენდაციით და ასევე, ჩვენი საელჩოების სრული ჩართულობით. აქედან გამომდინარე, მუდმივ რეჟიმში ვაკეთებთ გადაზღვევას, რომ არ მოხდეს არააკრედიტირებული და არააპრობირებული ტესტების ბაზარზე შემოტანა,“- განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე განმარტებით, მოქალაქეებს არ აქვთ იმის რისკი, რომ საქართველოში არსებული ტესტირებებით მათი მცდარი დიაგნოსტიკა მოხდეს.

„მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები და კიდევ ერთხელ გავმეორდე: ნებისმიერი ახალი ტესტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოდის, გადის გარკვეულ დაკვირვებას. ეს დაკვირვება მდგომარეობს შემდეგში: ყველა ტესტის გადამოწმება ხდება ლუგარში აპრობირებული ტესტირების სისტემით. ჩვენ გარკვეული პერიოდის მანძილზე ვაკვირდებით ამ ტესტების სანდოობას ჩვენს მოქალაქეებში და მხოლოდ შემდეგ ვიყენებთ მათ ფართო გამოკვლევისთვის. აქედან გამომდინარე, დღეს ჩვენს მოქალაქეებს არ აქვთ იმის რისკი, რომ საქართველოში არსებული ტესტირებებით მათი მცდარი დიაგნოსტიკა მოხდეს,“ - განაცხადა ტიკარაძემ.

იხილეთ ვიდეო: საქართველომ ხელშეკრულება გაწყვიტა სწრაფი ტესტების მწარმოებელ ჩინურ კომპანიასთან, რომლის ტესტები ზუსტ პასუხს არ იძლევა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა