ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - რეკომენდაციაა, რომ ორი კვირა იმუშაოს ექიმების ერთმა გუნდმა და შემდეგ ჩაანაცვლოს მეორე ბრიგადამ

იმ შემთხვევაში, თუ კლინიკა ჩათვლის, რომ საჭიროა სარეზერვო გუნდის მობილიზება, აქ რეკომენდაცია არის ორკვირიანი როტაციები, ანუ ორი კვირის მანძილზე მუშაობს ექიმების ერთი გუნდი და ორი კვირის შემდეგ მას ჩაანაცვლებს მეორე ბრიგადა, - ასე უპასუხა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ კითხვას, აქვს თუ არა ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკებისთვის რეკომენდაცია, რომ ჰყავდეს ექიმების რეზერვი იმ შემთხვევისთვის, თუ მოხდება სამედიცინო პერსონალის დაინფიცირება.

გაბუნიას თქმით, კლინიკებს აქვთ თავიანთი ინდივიდუალური გეგმები და ამ მიმართულებით მზაობა საკმაოდ მაღალია.

“ბოლო ორი კვირის განმავლობაში ქვეყანაში იმყოფება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი სპეციალურად ინფექციის კონტროლის მიზნებისთვის. მან ჩაატარა შეფასება რამდენიმე კლინიკაში, რომელიც უკვე მთლიანად მობილიზებულია კორონავირუსის მიზნებისთვის, მათ შორის გახლავთ ინფექციური საავადმყოფო, საუნივერსიტეტო კლინიკა, გორის ჰოსპიტალი, ელჯი ქუთაისში. რეკომენდაცია ექსპერტიდან გამომდინარე ზოგადად არის ის, რომ კარგი დაცვის პირობებში კლინიკაში პერსონალმა შეიძლება იმუშაოს უსაფრთხოდ და სარეზერვო გუნდის ცალკე მობილიზება საჭირო არ უნდა გახდეს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ კლინიკა ჩათვლის, რომ მაინც საჭიროა სარეზორვო გუნდის მობილიზება, აქ რეკომენდაცია არის ორკვირიანი როტაციები, ანუ ორი კვირის მანძილზე მუშაობს ექიმების ერთი გუნდი და ორი კვირის შემდეგ მას ჩაანაცვლებს მეორე ბრიგადა. ეს სქემები არის დეტალურად მომზადებული, კლინიკებს აქვთ თავიანთი ინდივიდუალური გეგმები და ამ მიმართულებით მზაობა ვფიქრობთ, რომ არის საკმაოდ მაღალი”, - განაცხადა გაბუნიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა