ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - ყველა არასწორად გამოყენებულმა ტესტმა შეიძლება გამოიწვიოს პანიკა, დაბნეულობა, მცდარი კლინიკური დასკვნა, რაც კრიტიკულად საშიშია მსგავს სიტუაციაში

ყველა არასწორად გამოყენებულმა ტესტმა შეიძლება გამოიწვიოს პანიკა, დაბნეულობა, მცდარი კლინიკური დასკვნა, რაც კრიტიკულად საშიშია მსგავს სიტუაციაში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ კორონავირუსთან დაკავშირებული საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ასევე განაცხადა, რომ კონკრეტულად კორონავირუსთან მიმართებით ლაბორატორიების აკრედიტაციის მექანიზმი ქვეყანაში არ არის, რითიც სწრაფი ტესტების ჩატარებასთან დაკავშირებით კატასტროფის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოში შემოვიდა რამდენიმე განაცხადი ტესტების რეგისტრაციის თაობაზე. შესაფერისი პროცედურების გავლის შემდეგ, სამინისტრომ დაარეგისტრირა რამდენიმე ტესტი, აღიარებითი რეჟიმის მიხედვით, ამ ტესტების გამოყენების დაშვება სამინისტრომ გააკეთა. რაც შეეხება კონკრეტული დაწესებულებების აკრედიტაციას, კონკრეტულად კორონავირუსის ლაბორატორიების აკრედიტაციისთვის მექანიზმი უბრალოდ ქვეყანაში არ არის. ლაბორატორიები მუშაობენ შესაფერისი ნებართვების საფუძველზე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რა ტიპის ლაბორატორიასთან გვაქვს საქმე, ამას რეგულირების სააგენტო, რა თქმა უნდა, შეამოწმებს და ასევე ჯანდაცის სამინისტრო იმიტომ, რომ არ ჰქონდეს ტესტების გამოყენებას უკონტროლო და კომერცული ხასიათი. რა თქმა უნდა, ძალიან მკაცრად განსაზღვრავს იმ პირობებს, რა ფასით და რა ჩვენებებით უნდა ხდებოდეს ტესტის გამოყენება, რადგან ყველა არასწორად გამოყენებულმა ტესტმა შეიძლება გამოიწვიოს პანიკა, დაბნეულობა, მცდარი კლინიკური დასკვნა და მიგვიყვანოს ცუდ კლინიკურ გამოსავლებამდე, რაც, რა თქმა უნდა, კრიტიკულად საშიშია მსგავს სიტუაციაში“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ კატასტროფის ცენტრი მოსახლეობას ბინაზე გამოძახებით კორონავირუსის ტესტირებას 150 ლარის სანაცვლოდ სთავაზობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა