რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, დღის ბოლოს, 5 პაციენტის ანალიზის პასუხი იქნება ცნობილი

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის დევი ტაბიძის განცხადებით, დღის ბოლოს 5 პაციენტის ანალიზის პასუხი იქნება ცნობილი. როგორც ტაბიძემ ჟურალისტებს განუცხადა, კლინიკაში მყოფი პაციენტებიდან, ყველაზე მძიმე მდგომარებაში 80 წელს გადაცილებული პირია, თუმცა მას კორონავირუსი დადასტურებული არ აქვს.

„დღეისთვის, სანამ ორი ახალი პაციენტი შემოვიდოდა, იმყოფებოდა 48 პაციენტი, საერთო მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. ერთი გვყავს, რომელიც არის მართვითი სუნთქვის აპარატზე, მაგრამ აქ არ არის კორონავირუსი დადასტურებული, უბრალოდ აქ არის ორმხრივი პნევმონია და თანმხლები დაავადებები. პაციენტი არის ასაკოვანი, 80-ს გადაცილებულია, ამიტომ აქ მდგომარეობა ცოტა უფრო გართულებულია, მაგრამ ინფექცია დადასტურებული არ არის, გაგზავნილი გვაქვს რამდენიმე პაციენტის ანალიზი და ველოდებით დაახლოებით 5 პაციენტზე პასუხს. დღის ბოლოს იქნება პასუხი“,- განაცხადა ტაბიძემ.

რაც შეეხება სამხედრო პირებს, რომლებიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებიან, ტაბიძის ინფორმაციით, მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა