პაატა იმნაძე - მთელი საქართველოს მასშტაბით, სულ 5 პაციენტია, რომელთა მდგომარეობა მძიმეა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ორსული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მისივე თქმით, მთელი საქართველოს მასშტაბით, სულ 5 პაციენტია, რომელთა მდგომარეობა მძიმეა.

იმნაძემ ასევე მარნეულსა და ბოლნისში არსებულ სიტუაციაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ამ რეგიონში უკვე 100-მდე ადამიანს ჩაუტარდა კორონავირუსზე ტესტირება. მისივე განმარტებით, საქართველოს მასშტაბით, ვისაც კი რესპირატორული სინდრომები განუვითარდება, ყველას ტესტირება ხდება.

„ორსული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მთელი საქართველოს მასშტაბით ამჟამად არის 5 პაციენტი, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს და რომელთა მდგომარეობა არის მძიმე.

100-მდე ადამიანი არის უკვე გამოკვლეული იმ მეთოდით, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ. ეს არის მოლეკულური ტესტირებს მეთოდი, რომელსაც ყველა სხვასაც ვუტარებთ და ჯერჯერობით, როგორც ვიცით, ეს არ არის მხოლოდ ახლო კონტაქტები, ეს არ არის მხოლოდ ოჯახის წევრები და მხოლოდ იმ სუფრაზე მყოფთა (წლისთავი, რომელზე მყოფ 62 წლის ქალს მარნეულში კორონავირუსი დაუდგინდა) წრის შესწავლა. ეს არის აგრეთვე ყველა იმ პირის შესწავლა, ვინც იქ იმყოფება და ეს არ არის მარტო მარნეულში, ეს არის მთელს საქართველოში. სადაც პნევმონია მძიმდება და განვითარდება მძიმე, მწვავე რესპირატორული სინდრომი, საქართველოს ნებისმიერ წერტილში ის მოდის ლაბორატორიაში, ან ჩვენთან ლუგარში, ან ბათუმში, ან ქუთაისში და ეს ყველაფერი იტესტება. ასე რომ, ჩვენ მარტო კონტაქტებს არ ვიკვლევთ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო