თამარ გაბუნია - ტესტირებასთან დაკავშირებული ყველა ეტაპი კონტროლს დაექვემდებარება, რათა ხარისხი იყოს დაცული

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო რეგისტაციის მექანიზმის გამოყენებით, ქვეყანაში სწრაფი ტესტების შემოტანის მსურველებს პირობებს მოსთხოვს, რომ დააკამაყოფილონ ყველა ის წესი, რაც ქვეყანაში ტესტის რეგისტრაცისთვისაა საჭირო. ამის შესახე თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, აპირებს თუ არა ჯანდაცვს მთავრობა, რომ კერძო კომპანიებს სწრაფი ტესტების ქვეყანაში შემოტანის ნებართვა დართოს. გაბუნიას განმარტებით, სწრაფი ტესტების და საერთოდ, ტესტების შემოტანა ქვეყანაში საკმაოდ საპასუხისმგებლო და რთული პროცესია, რადგან უკავშირდება იმ რისკებს, რომ ეს ტესტები დღეს სხვადასხვა კომპანიების მიერ არის წარმოებული, ზოგს დიდი, ზოგს კი ნაკლები გამოცდილება აქვს.

„ამიტომ, ქვეყანაში შემოსვლამდე, ჩვენთვის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ ტესტი აკმაყოფილებს მინიმალურ ბაზისურ მოთხოვნებს, იმისათვის,რომ მის დაშვება იყოს უსაფრთხო. ამდენად, ჯანდაცვის სამინისტრო რეგისტაციის მექანიზმის გამოყენებით, რა თქმა უნდა, ქვეყანაში შემოტანის მსურველებს ასევე მოსთხოვს იმ პირობებს, რომ დააკმაყოფილონ ყველა ის წესი, რაც ქვეყანაში ტესტის რეგისტრაცისთვისაა საჭირო. გარდა ამისა, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ იმაზე, რომ გაფართოვდეს PCR ტესტირების შესაძლებლობა. რაც შეეხება სწრაფი ტესტების გამოყენების გაფართოვებას, ესეც მხოლოდ ალგორითმის პირობებეში მოხდება, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ამ კვირაში დაასრულებს. ეს უკვე ორშაბათიდან იქნება ხელმისაწვდომი და იქ განისაზღვრება სად, რა პირობებში, ვის მიერ შეიძლება ტესტის ჩატარება და რა მოთხოვნებს დავაყენებთ ამისათვის. ერთი რამ მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ტესტირებასთან დაკავშირებული ყველა ეტაპი კონტროლს დაექვემდებარება იმისათვის,რომ ხარისხი იყოს დაცული“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ ახალი კორონავირუსის პრევენციისთვის შექმნილი უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს