საფრანგეთში კორონავირუსით 16 წლის გოგონა გარდაიცვალა

საფრანგეთში კორონავირუსით 16 წლის გოგონა დაიღუპა. ინფორმაციას „ფრანს 24“ ავრცელებს. ბავშვი პარიზში გუშინ დაიღუპა.

„ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ვირუსი პატარებზე მძიმე გავლენას არ ახდენდა და ჩვენც გვჯეროდა, ისევე როგორც ყველას“,-აცხადებს გოგონას დედა მედიასთან საუბრისას. მისივე თქმით, გოგონას თანდართული დაავადებები არ ჰქონდა.

ცნობისთვის, საფრანგეთში კორონავირუსის 29 155 შემთხვევაა დაფიქსირებული. დაღუპულთა რიცხვმა 1696-ს მიაღწია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო