რესპუბლიკურ საავადმყოფოში ბოლო ერთ თვეში 250-ზე მეტი პაციენტი შევიდა

ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით 250-ზე მეტი პაციენტია შემოსული და გატარებული რესპუბლიკურ საავადმყოფოში, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა დევი ტაბიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, მოხალისეთა ჯგუფებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 25 სტუდენტი ჩაერთო და ისინი ქვეყნის მასშტაბით საკარანტინო სივრცეებში მყოფ ადამიანებს მოემსახურებიან.

„სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 25 სტუდენტი ჩაება მოხალისეთა ჯგუფში, დღეს ისინი გადიან ტრენინგს, გუშინაც გაიარეს და გავლენ საველე სამუშაოზე იმ სასტუმროებში, სადაც განთავსებული არიან ადამიანები დაკვირვების ქვეშ, კარანტინის მდგომარეობაში და მოემსახურებიან მათ და ჩვენ დიდ დახმარებას გაგვიწევენ“, - განაცხადა ტაბიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს