რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, როდესაც ადამიანებს ცხელება ან სხვა სიმპტომები აღენიშნებათ, ჯერ ოჯახის ექიმს უნდა მიმართონ

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი დევი ტაბიძე აცხადებს, რომ როდესაც ადამიანებს ცხელება ან სხვა სიმპტომები აღენიშნებათ, აუცილებელია ჯერ ოჯახის ექიმს მიმართონ.

მისივე განმარტებით, სწორედ ამის შემდეგ, საჭიროებისამებრ მოხდება ამ პაციენტების გადამისამართება.

„მე მინდა პატარა განმარტება გავაკეთო. მიმართვასთან დაკავშირებით აუცილებელია, რომ პაციენტებმა ცხელების და იმ ყველა გამოვლინების დროს პირველ რიგში, ძირითადად, ოჯახის ექიმებს მიმართონ და ამის შემდეგ მოხდეს სორტირება, ანუ გადანაწილება და იმის მიხედვით მივიღებთ შემდეგ ჩვენ პაციენტებს“, - განაცხადა დევი ტაბიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს