“ვითიბი ბანკი” COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად 200 000 ლარს გამოყოფს

“ვითიბი ბანკი” COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად, საწყის ეტაპზე 200 000 ლარს გამოყოფს, რომელიც მიმართული იქნება იმ გამოწვევების გადასალახად, რის წინაშეც ახლა დგას მთელი ქვეყანა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” “ვითიბი ბანკიდან” აცნობეს.

მათი ინფორმაციით, აღნიშნული თანხა ჩაირიცხება სპეციალურად COVID 19-ის შესაჩერებლად #StopCov გახსნილ ფონდში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მეშვეობით.

“ჩვენ გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ერთიანობა და გუნდურობა ამ ურთულესი მდგომარეობის დასაძლევად. სწორედ ამიტომ, გვსურს, კონკრეტული ქმედებებით, გვერდში დავუდგეთ როგორც ბანკის მომხმარებლებს, ასევე სახელმწიფოს და ჩვენს მოსახლეობას”. “ვითიბი ბანკის” მიერ, კრიზისის დასაძლევად განხორციელებული დამატებითი ქმედებების შესახებ, საზოგადოება უახლოეს მომავალში ეტაპობრივად შეიტყობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა