საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვები საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ გაიმართება

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო -სახალხო განხილვები საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ გაიმართება. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, აღნიშნული განხილვები დისტანციურ რეჟიმში მოხდება და ხალხთან კომუნიკაციისთვის მათი შეკრება არ იქნება აუცილებელი.

„საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ იწყება განხილვები. პირველი არის საყოველთაო -სახალხო განხილვა. რისკები ბუნებრივია, მთლიანად არ იქნება აღმოფხვრილი. საგანგებო მდგომარეობა არ ნიშნავს, რისკების სრულად აღმოფხვრას. ამ რისკების გათვალისწინებით, შემუშავებული გვაქვს გეგმა, ორ ადგილზე - აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში - დისტანციურად როგორ ჩატარდეს საყოველთაო- სახალხო განხილვა კანონმდებლობის სრული დაცვით. არანაირი შეკრება არ იქნება იმისთვის საჭირო, რომ ხალხთან საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვები მოვაწყოთ. მათი ჩართულობა დისტანციური კომუნიკაციის ფარგლებში, ტელეხიდებით და ა.შ. მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი,“ - განაცხადა მდინარაძემ.

კითხვაზე, შემქნილი ვითარებიდან გამომდინარე, ემუქრება თუ არა რაიმე საფრთხე საკონსტიტუციო ცვლილებებს, მდინარაძემ განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე მიღწეული შეთანხმება არანაირი რისკის ქვეშ არ დადგება. მისივე განმარტებით, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება ახლა გაცილებით სწრაფად იქნება შესაძლებელი, ვიდრე აქამდე იყო. შეთანხმება, რომელიც ჩვენი უცხოელი პარტნიორების მედიაციით შედგა, არანაირი რისკის ქვეშ არ დადგება. ჩვენ ვილაპარაკეთ შეზღუდულ ვადებზე, რომლის საშუალებასაც იძლევა როგორც პარლამენტის რეგლამენტი, ასევე საქართველოს კონსტიტუცია. საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება გაცილებით შემჭიდროვებულ ვადებშია შესაძლებელი, ვიდრე ეს აქამდე იყო პრაქტიკაში. ანუ აქამდე თუ საჭირო იყო 3 თვე და კიდევ პლუს 1 თვე იმისათვის, რომ საარჩევნო კოდექსიც შესაბამისობაში მოსულიყო კონსტიტუციასთან, ჩვენ შეგვიძლია ეს გავაკეთოთ პარალელურად და ერთი თვე ამით მოვიგოთ. ასევე, შესაძლებელია, საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ მაქსიმუმ 1 თვიან ან თვე-ნახევრიან პერიოდში მოვახერხოთ მთლიანი პაკეტის მიღება. ამაზე ვისაუბრეთ ოპონენტებთანაც, მათი თანხმობა და მზაობაც არის ამაზე. აქედან გამომდინარე, კონსტიტუციას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. თუ რაიმე რადიკალურად ცუდ სცენარს არ წარმოვიდგენთ და საგანგებო მდგომარეობა მალე მოიხსნება, ჩვენ კონსტიტუციას არანაირ საფრთხეს არ შევუქმნით. ამის სრული გარანტია არსებობს,“ - განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს