მამუკა მდინარაძე - ახლა პოლიტიკური მატრაკვეცობის დრო არ არის

ახლა პოლიტიკური მატრაკვეცობის დრო არ არის. თუკი ვინმეს რაიმე აქვს დასარიგებელი და დახმარება სურს, კეთილი ინებოს და ეს შესაბამის მუნიციპალიტეტებთან ერთად გააკეთოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პირბადეების და სადეზინფექციო საშუალებების დარიგებას. მდინარაძის თქმით, მსგავსი აქციების ჩატარებისას, ორგანიზატორებმა შესაბამის ადგილობრივ სტრუქტურებთან უნდა ითანამშრომლონ და გამოიყენონ შესაბამისად დატრენინგებული ადამიანური რესურსი.

„ახლა პოლიტიკური მატრაკვეცობის დრო არ არის. ყველა უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და შევასრულოთ ის რეკომენდაციები, რასაც გვაძლევს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. თუ ვინმეს რამე დასარიგებელი აქვს და უნდა ჰუმანიტარული დახმარება განახორციელოს კონკრეტული ეგიდით, მან უნდა ითანამშრომლოს ადგილობრივ სტრუქტურებთან, მუნიციპალიტეტებთან, სადაც კარგად დატრენინგებული ადამიანები არიან. მოხალისემ კარგად იცის, როგორ დაარიგოს, როგორ შეაგროვოს, როგორ დაასუფთავოს, ხელთათმანი როგორ გამოიყენოს და ა.შ. კეთილი ინებოს ყველამ და თუკი ვინმესთვის რამე დახმარება სურს, გააკეთოს ეს შესაბამის მუნიციპალიტეტებთან ერთად, მათი დახმარებით და მათი რეკომენდაციით. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც გუშინ, ასევე წარმოიშობა საფრთხე და ეს იქნება არა ჰუმანიტარული, არამედ პოლიტიკური ქულების ჩასაწერად გამართული რაღაც აქცია, რომლის დროც დღეს ნამდვილად არ არის,“ - განაცხადა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა