ვახტანგ გომელაური - საკარანტინო ზონაში, ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ღამემ მშვიდად ჩაიარა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით გამართულ, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომას დაესწრო. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა სხდომაზე განაცხადა, ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, საკარანტინო ზონაში, ღამემ მშვიდად ჩაიარა და სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, თავდაცვის ძალებთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო ზონის გაძლიერებულ და მკაცრ კონტროლს განაგრძობენ.

უწყების ინფორმაციით, პოლიციელები მოსახლეობას საკარანტინო ზონაში მოქმედ წესებს ინტენსიურად აცნობენ. გარდა ამისა, გრძელდება ძირითად გზებზე საკონტროლო-გამშვებ საგუშაგოებზე კონტროლი. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მობილური ჯგუფები მეორეხარისხოვანი გზებს აკონტროლებენ და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად მუნიციპალიტეტების ქალაქებსა და სოფლებში ინტენსიურად პატრულირებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა