ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. პრემიერი „დაუნინგ სთრითზე“ იზოლაციაში იმყოფება. მას ვირუსის მსუბუქად გამოხატული ნიშნები აქვს. ცოტა ხნის წინ პრემიერმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ის თვითიზოლაციაშია. „ბოლო 24 საათის მანძილზე მსუბუქი სიმპტომები გამომივლინდა და ტესტმა დადებითი აჩვენა. ახლა თვითიზოლაციაში ვიმყოფები, თუმცა ვაგრძელებ მუშაობას, რომ შევებრძოლოთ კორონავირუსს“,-დაწერა ჯონსონმა.

ცნობისთვის, გუშინ კორონავირუსი უელსის პრინც ჩარლზსაც დაუდგინდა.

იხილეთ ვიდეო: ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდასტურდა

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს