მამუკა მდინარაძე - მთავრობა წარმოადგენს გეგმას, რომლითაც შევძლებთ ეკონომიკის სტიმულირებას და მოსახლეობის დახმარებას

უახლოეს დღეებში მთავრობა წარმოადგენს შესაბამის გეგმას, რომლის ფარგლებში შევძლებთ ეკონომიკის სტიმულირებას და მოსახლეობის დახმარებას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ანტიკრიზისულ გეგმაზე საუბრისას განაცხადა.

მამუკა მდინარაძე ასევე გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმებს. მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა თვითონაც იციან, რომ ეს არის არარეალისტური, მაგრამ საუბრობენ იმისთვის, რომ გარკვეული სეგმენტის გული მოიგონ.

„საქართველოს პარლამენტი მთლიანად არის ჩართული საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში, რომელიც პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმშია და პარალელურად ვისმენთ ოპოზიციისგან რაღაც ანტიკრიზისულ გეგმებს. ეს ციფრები რომ შეკრიბოთ, იმდენად პოპულისტური და არარეალისტურია, რომ ალბათ, მივიღებთ ჩვენს ბიუჯეტზე მეტს, რაც მათი აზრით ასე უნდა დარიგდეს საზოგადოებაში. მათ თვითონაც იციან, რომ ეს არის არარეალისტური, უბრალოდ საუბრობენ იმისთვის, რომ მოიგონ რაღაც სეგმენტის გული, მაგრამ ხალხი ყველაფერს ხედავს.

უახლოეს დღეებში მთავრობა წარმოადგენს შესაბამის გეგმას, რაც იქნება რეალისტური ციფრებით და საჭიროებების მიხედვით სეგმენტებზე მორგებული. ამ გეგმის ფარგლებში, ჩვენ შევძლებთ ერთი მხრივ ეკონომიკის სტიმულირებას და მეორე მხრივ ჩვენი მოსახლეობის დახმარებას, იმ სეგმენტებზე გათლით, რომელთაც განსაკუთრებით სჭირდებათ ის,“ - განაცხადა მდინარაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს