ბადრი ჯაფარიძე - კორონავირუსის გამო, საქართველოს ეკონომიკას 6 მილიარდი ლარის მოცულობის რესურსი სჭირდება

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო, საქართველოს ეკონომიკას 6 მილიარდი ლარის მოცულობის რესურსი სჭირდება.

როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აუცილებელი იქნება სახელმწიფოს მიერ 3 მილიარდი ლარის საგარანტიო ფონდის შექმნა.

„დღევანდელ დღეს, როდესაც პანდემიასთან ბრძოლა მიმდინარეობს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენს მოსახლეობას ჰქონდეს განცდა, რომ არსებობს ანტიკრიზისული გეგმა. რომ არსებობს გეგმა, რომელმაც უნდა გამოიყვანოს საქართველოს ეკონომიკა იმ პრობლემური მდგომარეობიდან, რომელშიც იგი კორონავირუსის გამო აღმოჩნდა. ჩვენი შეფასებით, ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად საქართველოს ეკონომიკას 6 მილიარდი ლარის მოცულობის რესურსი სჭირდება. პირველ რიგში, ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ამ რესურსის და საზოგადოდ, ნებისმიერი ეკონომიკურ ნაბიჯს უნდა ჰქონდეს მიზანი, რომ შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები, რომელთა შემცირება ხდება უკვე და მოხდება აუცილებლად ვირუსის გავრცელების გამო. დღეს ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, ბევრმა ადამიანმა სამუშაო დაკარგა. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ აუცილებელი იქნება 3 მილიარდი ლარის საგარანტიო ფონდის შექმნა სახელმწიფოს მიერ. ეს ფონდი მოემსახურება იმას, რომ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების დაკრედიტება აქტიურად გაგძელდეს, რომ მათ იმ კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლა შეძლონ, რომელშიც პანდემიის გამო აღმოჩნდნენ. ეს ფონდი შეასრულებს ძალიან დიდ როლს იმ მიმართულებით, რომ მოხდეს სწორედ იმ ბიზნესების, იმ მეწარმეების მხარდაჭერა, რომლებიც სამუშაო ადგილს ქმნიან. მათ მიმართ მხარდაჭერა სწორედ უნდა იყოს განპირობებული იქედან გამომდინარე, თუ რამდენ სამუშაო ადგილს ქმნიან ისინი და რამდენ სამუშაო ადგილს შეინარჩუნებენ. მინდა გავიმეორო, ეს უნდა იყოს 3 მილიარდამდე ლარის სახელმწიფო საგარანტიო ფონდი“, - აცხადებს ჯაფარიძე.

მისი განმარტებით, ხელისუფლება პირველ რიგში იმ ოჯახებსა და ადამიანებს უნდა დაეხმაროს, ვისაც პანდემიის გამო ეკონომიკური პრობლემები შეექმნათ. ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ამ მიზნით ბიუჯეტიდან ერთი მილიარდი ლარის მოცულობის სპეციალური რესურსი უნდა გამოიყოს.

„უნდა მოხდეს ამ ოჯახების იდენტიფიცირება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთი მილიარდი ლარის მოცულობის სპეციალური რესურსი უნდა გამოიყოს იმისთვის, რომ ამ ადამიანებს დავეხმაროთ. ეს რესურსი უნდა იქნეს მოძიებული ბიუჯეტში არსებული ნაკლებად პრიორიტეტული ხარჯების შემცირების გზით. ბიუჯეტში ნებისმიერი შემცირება კაპიტალურ დანახარჯებს არ უნდა შეეხოს“, - აცხადებს ჯაფარიძე.

პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
ქართული პრესის მიმოხილვა 17.05.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
“მეამა ქოლექთის” ყავის უნიკალური კოქტეილები ბათუმშია