ჩინურ კომპანიას, რომელსაც საქართველომ ხელშეკრულება შეუწყვიტა, ქვეყანაში 200 000-მდე სწრაფი ტესტი უნდა შემოეტანა

ჩინურ კომპანიას, რომელთანაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ხელშეკრულება გააუქმა, საქართველოსთვის 200 000-მდე სწრაფი ტესტი უნდა მოეწოდებინა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განუცხადეს, ხელშეკრულების თანახმად, რომელიც უკვე ანულირებულია, ჩინური კომპანია „ბიო იზის“ მიერ საქართველოში 200 000 ტესტის შემოტანა ეტაპობრივად უნდა მომხდარიყო.

შეგახსენებთ, საქართველომ ჩინურ კომპანიას, რომელსაც ქვეყანაში სწრაფი ტესტი უნდა შემოეტანა, ხელშეკრულება გაუწყვიტა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„საქართველოს ამ კომპანიასთან ხელშეკრულება დადებული ჰქონდა, თუმცა დღეს ის ანულირებულია, თანხა არ გადარიცხულა და ამ კომპანიის ტესტები ლუგარის ლაბორატორიაში არ გაგვაჩნია. გვაქვს მოლაპარაკება სხვა კომპანიასთან, რომელთანაც იმავე სტრატეგიით ვმუშაობთ. გამოგზავნილი იქნება პირველი სატესტო 2 ათასი ტესტი და იმ შემთხვევაში, თუ ტესტების სანდოობა ჩვენი მხრიდანაც იქნება დამტკიცებული, მოვახდენთ დამატებითი რაოდენობის შეძენას,“-აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

თავის მხრივ ჯანდაცვის მინისტრი მოადგილემ თამარ გაბუნიამ განმარტა, რომ ჩინურმა კომპანიამ, რომლისგანაც საქართველოს ტესტები უნდა შეესყიდა, ქართულ მხარეს, ზოგიერთი ტესტის წუნთან დაკავშირებით თავად შეატყობინა და ხელშეკრულების ანულირება ამის გამო მოხდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა