ესპანეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსით 750-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ესპანეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსით 750-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და სიკვდილიანობამ ქვეყანაში 4858-ს მიაღწია. ეს დღიური სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რომელიც ქვეყანაში დაფიქსირდა. რაც შეეხება ინფიცირებულებს, მათმა რაოდენობამ 64 059-ს მიაღწია.

გავრცელებული ინფორმაციით, 4165 პაციენტი ინტენსიური მკურნალობის პალატებში იმყოფება, რაც ასევე გაზრდილი მაჩვენებელია.

„ფაინენშალ თაიმსის“ ინფორმაციით, ესპანეთის მთავრობა იმედს გამოთქვამს, რომ ინფიცირება ქვეყანაში პიკს უახლოვდება, რომლის დასტაბილურების შემდეგ უკუსვლაა მოსალოდნელი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა