ნათია თურნავა - მივესალმებით ყველა მსხვილ საინვესტიციო პროექტს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ფასეულია თითოეული ახალი ინვესტიცია და ახალი დასაქმებული

მისასლმებელია, რომ მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული მწვავე ეკონომიკური კრიზისის ფონზე, „ეიპიემ ტერმინალსი“ კვლავაც მტკიცედ ინარჩუნებს საქართველოში მასშტაბური - 300 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელების, ფოთის პორტის გაფართოებისა და ახალი სიმძლავრეების აშენების სურვილს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ეიპიემ ტერმინალს ფოთისთვის“ მიწათსარგებლობის ნებართვის გაცემაზე კომენტარისას განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, ეს არის პრაქტიკულად დამატებით 10 მილიონი ტონის გამტარუნარიანობის საპორტო ინფრასტრუქტურა და რაც მთავარია, 1000-მდე დასაქმებული ადამიანი, რაც განსაკუთრებით დღეს, კორონავირუსის გამოწვევის წინაშე მდგარი ქვეყნისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია.

„ამიტომ, კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დეტალური შესწავლისა და ექსპერტიზის შემდეგ, ჩვენ გავეცით პირველი ეტაპის მიწათსარგებლობის ნებართვა ამ პროექტზე. რა თქმა უნდა, ეს არ არის საბოლოო ნებართვა და წინ კომპლექსური პროცესია გასავლელი - დასაზუსტებელია პროექტის დეტალები, სტრუქტურა, მოსამზადებელია გარემოზე ზემოქმედების შეფასება. მაგრამ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პროექტი დროულად განხორციელდება და რაც მთავარია, დასაქმდებიან ადამიანები. ამიტომ მივესალმებით ყველა მსხვილ საინვესტიციო პროექტს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ფასეულია თითოეული ახალი ინვესტიცია და ახალი დასაქმებული“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, სახელმწიფოს დიდი გეგმები აქვს ზოგადად შავიზღვისპირეთში, მათ შორის ბუნებრივია ნომერ პირველი პრიორიტეტი არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - დღეს საზოგადოებაში არ ჭარბობს განწყობა - ოღონდ ეს ხელისუფლება წავიდეს და ვინც გინდა მოვიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.10.2020
ნანა ჩაჩუა - არჩევნების წინ არსებულ ვითარებას შევაფასებდი როგორც სიურრეალიზმს, თანაც ისეთს, როგორსაც სალვადორ დალიც კი ვერ წარმოიდგენდა
ექსპოჯორჯია აგრო ექსპორტის ფორუმს, ონლაინ - B2B ფორმატში გამართავს
ირმა ინაშვილი - "ქართული ოცნება" დამნაშავეა იმაში, რომ წლების მანძილზე ხელს აფარებდა დამნაშავეებს (R)
გიორგი ლომია - ციხის კადრებში ნათლად ჩანს, რომ პატიმრების წამებაში მთელი სისტემა იყო ჩართული (R)
ირმა ინაშვილი - "ნაციონალური მოძრაობა" ისტორიას და ფაქტებს ვერ წაშლის, რადგან ხალხს ყველაფერი ახსოვს (R)
ირმა ინაშვილი - ჩვენ უნდა მოვუგოთ მწამებელ "ნაციონალურ მოძრაობას" და მათ მფარველებს "ოცნებიდან" (R)
გაერთიანება „ერთად არჩევნებისათვის“ წინასაარჩევნო პერიოდს აფასებს
კოლიერსი საქართველოში სამშენებლო მიმართულებას აძლიერებს
სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამა გიცავს და გასაჩუქრებს
ჰიუნდაის დიზაინი გამარჯვებულია - DMI Design Value Awards 2020  დიზაინისთვის „Sensuous Sportiness“
„მეგატექნიკაში“ „სამსუნგის“ ფესტივალი დაიწყო